არ დავმალავ და ვიტყვი, გვქონდა კამათი - ტიკარაძე

10.08.21 12:09
არ დავმალავ და ვიტყვი, გვქონდა კამათი - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს არ დაუმალავს, რომ ეპიდსიტუაციის მართვასა და შეზღუდვებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებების გამო გუნდში  კამათი ჰქონდათ. ტიკარაძის თქმით, დღესდღეობით ეპიდსიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობს.

ჩვენ მოდელირებები გავაკეთეთ წინა პერიოდში და დღესდღეობით ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს. ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ გაგრძელდეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვმართოთ ინფექცია. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ დაწყებული პირველი ტალღიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტური, უფრო საჭირო, ან უფრო გონივრული და დროული. ვიტყვი შემდეგს, რომ ნებისმიერი რეგულაცია დღეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა რეგულაციების დაწესების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩემთვის როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არამხოლოდ მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება, თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია, ეს არ იქნება 80 და 90%-იანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება ქონდეს დაახლოებით, 20%-იანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე“, - თქვა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები