შესაძლებლობების ზღვარზე ვართ, გვიწევს უარის თქმა, ადგილები აღარ გვაქვს - ექიმები

10.08.21 13:01
შესაძლებლობების ზღვარზე ვართ, გვიწევს უარის თქმა, ადგილები აღარ გვაქვს - ექიმები

საქართველოში უმძიმესი უპიდვითარების ფონზე კლინიკებში ადგილები აღარ არის. საავადმყოფოები  პაციენტების მიღებას ვეღარ ახერხებენ. ექიმების თქმით, ეპიდვითარების გართულებასთან ერთად კლინიკები პაციენტებით გადაივსო და  მედიკოსებიც შრომისუნარიანობაც მკვეთრად დაეცა.

ძალიან ხშირად გვიწევს უარის თქმა სასწრაფო დახმარებისთვის, ვინაიდან ფიზიკურად ადგილები აღარ არის. პაციენტების, რომლებიც არიან სტაციონარში, აბსოლუტური უმრავლესობა არის მძიმე მდგომარეობაში, გადატვირთულია რეანიმაციული განყოფილებაც, მაქსიმალურად ვცდილობთ,რომ ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ უკვე შესაძლებლობების ზღვარზე ვართ. ძალიან გვიჭირს ფაქტიურად წელიწადნახევარია, ვართ ფორსმაჟორში, პერსონალი როცა იღლება იქ უკვე ხდება ისეთის გაკეთება, რაც არ უნდა გაეკეთებინა, იმ წესებს ვერ იცავს, იმიტომ რომ გადაღლილია. ვთვლი, რომ გამკაცრება დაგვიანდა,ეს უნდა გაკეთებულიყო ადრე", - ამბობს ექიმი. 

მსგავსი სიახლეები