საქართველოს ეკონომიკა რუსულ ბაზარზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება - კვლევა

10.08.21 13:23
საქართველოს ეკონომიკა რუსულ ბაზარზე სულ უფრო  დამოკიდებული ხდება - კვლევა

აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა რუსულ ბაზარზე სულ უფრო  დამოკიდებული ხდება. კველვას "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის  ცენტრი" აქვეყნებს. დადგინდა, რომ  "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან  დღემდე ქვეყნის ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე.დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის უსაფრთხოებას და  ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შემცველია.

რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ რუსეთის ეკონომიკაზე მიბმა არა ეკონომიკის, არამედ ქვეყნის უსაფრთოების საკითხია. გოცირიძის თქმით, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებით ოკუპანტ მეზობელს  პოლიტიკური ზემოქმედების მეტი ბერკეტი უჩნდება.

ჩვენ ვნახეთ უკვე ერთხელ რა შეუძლია რუსეთს გააკეთოს, რაც უფორ მეტად ხარ მიბმული, მეტი ცდუნება უჩნდებათ გამოიყენონ ბერკეტები, რომელიც შემდეგ პოლიტიკური ზემოქმედების საშუალება გახდება. მაგალითად, ფრენებიც შეწყვეტა ან მზარდი ტურისტები გამოიყენეს პოლიტიკური ზეწოლისთვის. ეს არ არის ეკონომიკური საკითხი ეს არის ქვეყნის  უსაფრთხოების და ევროატლანტიკური მიმართულების განვითარეის  საკითხი", - ამბობს რომან გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები