თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ემუქრებიან

10.09.24 13:56
თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ემუქრებიან

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს - ავფაგან სადიგოვის ცოლი ამბობს, რომ ოჯახის განადგურებითა და შვილებით ემუქრებიან. 

მისი თქმით, საგამოძიებო უწყებას მიმართა, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. 

სკანდალური განცხადება ჟურნალისტის მეუღლემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გააკეთა, სადაც დილიდან დაკავებული ჟურნალისტის კოლეგებმა და მხარდამჭერებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.

 შეკრებილები საქართველოს ხელისუფლებას  ექსტრადირების პროცესის შეჩერებას სთხოვენ და ამტკიცებენ,  რომ თუ თბილის სადიგოვს ბაქოს გადასცემს, მას აზერბაიჯანში წამება ემუქრება. 

საქართველოს მთავრობას ვთხოვ გაათავისუფლონ აფგანი, ექსტრადირებას  არ განვიხილავ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ალიევის დაკვეთით დააკავეს და ოჯახს გაუნადგურებენ. საქართველოს მთავრობა ამას ალიევის დაკვეთით გააკეთებს.

საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სადიკოვი, არ აწამონ არც ის და არც ჩვენი ოჯახიც. 

აფგანის დაკავების მერე სამიზნე მე ვარ, მემუქრებიან, ბავშვებს სკოლაში რომ გაუშვებ უსაფრთხოდ აღარ იქნებიანო და სკოლაში არ ვუშვებ. ამაზე არავინ რეაგირებს. ყოველდღე მემუქრებიან, რომ გავჩერდე და არ დავიცვა აფგანი"- აცხადებს ის. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.