მთავრობის წევრები ჭორაობენ და დაპირისპირებაზე ხარჯავენ დროს - ჩალაძე გუნდში არსებულ განხეთქილებაზე

10.08.21 15:06
მთავრობის წევრები ჭორაობენ და დაპირისპირებაზე ხარჯავენ დროს - ჩალაძე გუნდში არსებულ განხეთქილებაზე

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მოსაზრებით, "ქართულმა ოცნებამ" მოქალაქეების ჯანმრთელობა გუნდში არსებულ კინკლაობას გადააყოლა. გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორის, გიორგი ჩალაძის თქმით, მთავრობას ეპიდვითარების დამძიმების მიუხედავად, ჯერ კიდევ ევრ გაიგო რა უნდა გააკეთოს საგანგაშო მდგომარეობასთან გასამკლავებლად. 

ჩვენ ვართ მომსწრეები, მთავრობის ერთი წევრი როგორ უპირისპირდება და ჭორაობენ ერთმანეთზე, ვერ გაურკვევიათ რა უნდა გააკეთონ. ეს არის არაპროფესიონალიზმი ეს არის მავნებლობა და მიზანმიმართული ქვეყნის დაქცევა, ისინი რომ რეალურად საქმით იყვნენ დაკავებული, დაპირისპირებებზე არ უნდა ხარჯავდნენ დროს.

რატომ ვერ შემოგვაქვს შეზღუდვები, რომელიც ძალიან გვჭირდება, იმიტომ რომ ადრე იყო სულელური გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც გამოიწვია ის რომ რესურსი ამოწურულია. არსებული რეგულაციები დამატებული ვაქცინაცია, 5 კაცის დათვლა ქუჩაში არის მაიმუნობა და თამაში, გავიკეთოთ პირბადე, ვისაც არ უკეთია პირბადე პირდაპირ დააჯარიმონ", - ამბობს ჩალაძე.