ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა

10.08.21 16:50
ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით ორსული  გარდაიცვალა. 28 წლის ქალის  მდგომარეობა მძიმე იყო და ის კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ვერც ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა.