ბათუმში, ახალგაზრდა ქალს ეძებენ
ოჯახი ბათუმში ახალგაზრდა ქალს ეძებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკარგულის ტელეფონი ბოლოს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
მეგობრებო! გთხოვთ დაგვეხმარეთ ჩვენი მეგობრის, ნელიკო მაჩაიძის მოძებნაში.
24 საათზე მეტია არ გამოსულა კონტაქტზე, ტელეფონი გათიშული აქვს. მსგავსი რამ მას არ ახასიათებს, ამიტომაც ოჯახი და ახლობლები ძალიან ღელავენ. ბოლოს მისი ტელეფონი დაფიქსირდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რის შემდეგაც კვალი დაიკარგა. პოლიცია საქმის კურსშია და როგორც ამბობენ ყველაფერს აკეთებენ მის მოსაძებნად, თუმცა ახლანდელი პოლიციის იმედი ძალიან რთულია რომ ბოლომდე გქონდეს.
თუკი ვინმე ფლობთ რაიმე ინფორმაციას, ძალიან გთხოვთ დაუკავშირდით მის დას.
ტელ: 555 51 81 04 - ია მაჩაიძე
ასევე შეგიძლიათ მეც მომწეროთ ნებისმიერ დროს.
გთხოვთ, დაგვეხმარეთ გავრცელებაში“,- წერია ინფორმაციაში.