ვინ მივიდა “ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე

10.09.24 19:32
ვინ მივიდა “ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე

"ოცნების" პარტიული ღონისძიებისთვის, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, დიდი მზადებაა. მხარდამჭერებისთვის განკუთვნილ ადგილებზე სავარაუდოდ, დღესაც ისევ ის ხალხი დაჯდება, ვინც წლებია, ბიძინა ივანიშვილის გუნდს ერთგულებას უცხადებს.

ადგილზე პარტიის მხარდამჭრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ნაწილი უკვე მივიდა. მათ შორის არიან მსახიობები, იუმორისტები, ასევე ცნობილი დიზაინერი, ზალიკო ბერგერი, ყოფილი ტელეწამყვანი, თამუნა გომართელი. 

"ქართულმა ოცნებამ " დღეს საარჩევნო სიის პირველი ოცეული უნდა დაასახელოს.