ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ვაქცინაციისთვის 35 მლნ-ს გამოყოფს

10.08.21 17:09
ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ვაქცინაციისთვის 35 მლნ-ს გამოყოფს

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ვაქცინაციისთვის 35 მლნ ევროს გამოყოფს. ინფორმაცია დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით ევროკომისია ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. 

დახმარება  აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაზე გადანაწილდება ესენია - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა  და უკრაინა. დახმარება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების მიწოდებასა და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას რეგიონში.

 

მსგავსი სიახლეები