ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტები დერეფანში მოათავსეს
ბათუმის სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებული პაციენტები კლინიკის დერეფანში მოათავსეს.
ფოტო ბათუმის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაშია გადაღებული, სადაც ჩანს, რომ კლინიკის დერეფანში საწოლებია განთავსებული და პაციენტები დერეფანში წვანან.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით საქართველოში 54 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან 7 ადამიანი - აჭარაში.