სანამ კოვიდით ყოველდღე ამდენი ადამიანი იღუპება გლოვის დღეები გამოცხადდეს - კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ინიციატივით გამოდის, ქვეყანაში გარდაცვლილთა დრამატული მაჩვენებლის გამო გლოვის დღეები დაწესდეს. ამის შესახებ კულუმბეგოვი Facebook-ზე წერს.
მომხრე ვარ სანამ კოვიდით ყოველდღე ამდენი ადამიანი იღუპება ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდეს!!!
ეს ავტომატურად გამორიცხავს დაუსრულებელ ტაშ-ფანდურს და კონცერტომანიას!!! - წერს კულუმბეგოვი.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის შედეგად 54 ადამიანი გარდაიცვალა.