კობახიძემ საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციისთვის დამატებით 4 მილიონი გამოუყო
გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო ხარჯებისთვის მთავრობა საპატრიარქოს დამატებით 4 მილიონ ლარს გამოუყოფს - ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 9 სექტემბერს თარიღდება.
შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, ფინანსთა სამინისტრო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 11 500 000 ლარს გამოყფოს, რის შემდეგაც სააგენტოს თანხის მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებული გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტისთვის გადარიცხვა ევალება.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 18 მარტს გამოცემული პრემიერ-მინისტრის განკარგულების მიხედვით, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის დაფინანსება 7 500 000 ლარი იყო.