აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა! როდემდე უნდა გამოსცადოთ ღმერთი?! - დეკანოზი თამაზ ლომიძე

10.08.21 22:26
აცრა არის  სიცოცხლის გადარჩენა! როდემდე უნდა გამოსცადოთ ღმერთი?!  - დეკანოზი თამაზ ლომიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიუნხენის ეპარქიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. სასულიერო პირი მძიმე ეპიდემიური ვითარების ფონზე, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში წერს.

მე სრულად აცრილი ვარ. ჩემი ოჯახის წევრები ყველა აიცრა. ვინც აზრს მეკითხება, ყველას ვურჩევ სასწრაფოდ აიცრას. არ გამაჩნია არავითარი შიში და ეჭვი ამასთან დაკავშირებით. აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში. აცრა აუცილებელია სიცოცხლის გადასარჩენად და ეპიდემიის დასამარცხებლად. როდემდე უნდა გამოსცადოთ ღმერთი?! ნუ გადააგდებთ ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს დაუდევრობისა და რაღაც უაზრო ცრურწმენების გამო. დღეს აცრა არის  სიცოცხლის გადარჩენა! " -  წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

 

მსგავსი სიახლეები