ნარკოდანაშაულში ბრალდებულებს 17-17 წლით პატიმრობა შეეფარდათ
პროკურატურის ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე 2 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათ ასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 6 იანვარს, ბრალდებულები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები - დედა -შვილი, უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა გასაღების მიზნით მივიდნენ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის ტერიტორიაზე.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება).- წერია განცხადებაში.