თიბისი სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგს გთავაზობთ

11.09.24 16:00
თიბისი სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგს გთავაზობთ

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. 
პარასკევს, 13 სექტემბერს 11:00 საათზე, ონლაინ შეხვედრის რეჟიმში, სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სისტემის შესახებ ტრენინგს ჩაატარებს ინგა ცერცვაძე, Adjara Group-ის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი. 
2 საათიანი ონლაინ ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
•    ზოგადი მოთხოვნები საკვები ობიექტის მიმართ
•    HACCP-ის ისტორია
•    წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები
•    კარგი წარმოების პრაქტიკა
•    კარგი ჰიგიენის პრაქტიკა
•    საკვებით მოწამვლა
•    საკვებთან დაკავშირებული საფრთხეები
•    ალერგენები
•    ჯვარედინი დაბინძურება
•    5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათის წარმოებისთვის
•    რისკების კონტროლი სამზარეულოში
•    HACCP-ის 12 საფეხური
•    HACCP-ის სისტემის უპირატესობის დადგენა

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:
სარეგისტრაციო ფორმა (google.com)

NS