დავიღალეთ ექიმები, ჩვენც გვინდა რომ ვიცოცხლოთ - ლევან რატიანი (ვიდეო)

10.08.21 23:22
დავიღალეთ ექიმები, ჩვენც გვინდა რომ ვიცოცხლოთ -  ლევან რატიანი  (ვიდეო)

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი საზოგადოებას ეპიდვითარების საგანგაშო შედეგებზე აფრთხილებს  და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ლევან რატიანმა ტვ პირველის გადაცემა "პირველი ხაზის" ეთერში ისაუბრა, რომ უწყვეტი ბრძოლის შედეგად საქართველოში მედპერსონალი გადაიღალა. 

ბოლო პერიოდში სამწუხაროდ, ბრძოლა, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა გემოეტრიული პროგრესიით იზრდება, ჩვენც ვერ დავეწევით პაციენტის მოვლას. ყველამ უნდა გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე. ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე უნდა დავიცვათ, რაც არ უნდა დაგვიჯდეს. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ მართალია, ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს მასიური ვაქცინაცია, მაგრამ პარალელურად უნდა დავიცვათ ფიზიკური დისტანცია.

ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვყავს მართვით სუნთქვაზე, ყველას გთხოვთ, ამოწურადი რესურსი გვაქვს ექიმებსაც დავიღალეთ ექიმებიც, უნარი შეიძლება დავკარგოთ ცოტა ხანში, მოსახლეობას მოვუწოდებ, რაც შეიძლება ფხიზლად იყვნენ. ჩვენ ომში ვართ ექიმები, ძალიან ძნელია როცა ადამიანი კონტაქტით შემოდის, მერე გიმძიმდება, სუნთქვა უჭირს, გადადის აპარატზე და მერე კვდება. ჩვენც გაგვიფრთხილდით, ჩვენც გვინდა რომ ვიცოცხლოთ ექიმებსაც, ამიტომ მესმის ყველას ამბიციის, მაგრამ ეს ამბიცია ყველამ უნდა გადაყლაპოს, ცივი წყალი დალიონ ამ ამბიციასთან ერთად", - ამბობს ლევან რატიანი.