დაუსრულებელი რემონტი სკოლებში - მშობლების პროტესტი განათლების სამინისტროს
მშობლების პროტესტი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ - მიზეზი სკოლებში დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი რემონტია. მოსწავლეები იძულებულები არიან სხვა სასწავლო დაწესებულებაში იარონ, გზაში კი რამდენიმე საათი სჭირდებათ. რატომ ვერ მოხერხდა სკოლების გარემონტება დაგეგმილ დროს? განათლების მინისტრი დუმილის რეჟიმშია. არადა ეს პრობლემა გასული წლიდან დაიწყო, როცა ცნობილი გახდა, რომ დაქირავებული კომპანიები ვალდებულებას არ ასრულებდნენ. ფაქტია, რომ ერთი წლის განმავლობაში ამილახვარის უწყებამ არაფერი გააკეთა და არასრულწლოვნები ისევ მძიმე პირობებში დატოვეს.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.