საქართველოსა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

12.09.24 11:52
საქართველოსა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველომ სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გააფორმა - აღმოსავლეთ კარიბის ზღვის აუზში მდებარე კუძულოვან სახელმწიფოსთან შეთანხმება 2019 წლის ივლისში იქნა მიღებული, თუმცა ძალაში 2024 წლის 1-ელ სექტემბერს შევიდა. 

შეთანხმების თანახმად, ვიზის მოთხოვნიდან თავისუფლდებიან ორივე ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ აქვთ მოქმედი დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტი. უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღეა. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამუშაოდ მისულ პირებს მოეთხოვებათ ადგილობრივი აკრედიტაციის გავლა 30 დღის ვადაში.