თუ არ მოხდა ინფექციის სიჩქარის კლება, პაციენტების მიღება გართულდება - ტიკარაძე

11.08.21 11:10
თუ არ მოხდა ინფექციის სიჩქარის კლება, პაციენტების მიღება გართულდება - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 8 ათასამდე საწოლი. მინისტრი ვერ აკონკრეტებს შესაძლებელია თუ არა საწოლფონდის კიდევ უფრო გაზრდა.  ტიკარაძის პროგნოზით 1 კვირაში შესაძლოა პაციენტების მიღება კლინიკებში ადგილების არარსებობის გამო გართულდეს. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელება რეგიონებშიც იმატებს. 

თბილისში 3 ათასზე მეტი პაციენტი გადის სტაციონარში მკურნალობას, დაახლოებით 900-მდე პაციენტი აჭარაში და იმერეთში 1000-მდე იმერეთში.

ჯანდაცვის სექტორში მთავარი რესურსი არის პაციენტების ინტენსირუი ბრუნვა და საწოლფონდის სწორი მართვა, ამასთან დაკავშირებით კლინიკებთან გვექნება შეხვედრები. 

ეს არის მარტივი მათემატიკა, თითოეულ დღეს ინფიცირებულთა 13% ხდება სტაციონარში. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება. გარკვეულ პერიდოში ეს არის ალბათ ერთკვირიანი პერიოდი, როცა იქნება საკმაოდ რთული უკვე  პაციენტების მიღება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ინფექციის სიჩქარის კლება და რა თქმა უნდა, ინფიცირებულთა რაოდენობის შედარებით კლებისკენ წამოყვანა", - ამბობს ტიკარაძე.