"20-მდე დაკუნთული პირი მოგვვარდა, გვაგინეს და დაგვემუქრნენ" - "ერთიანობა" წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობს

12.09.24 14:03
"20-მდე დაკუნთული პირი მოგვვარდა, გვაგინეს და დაგვემუქრნენ" - "ერთიანობა" წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობს

ქალაქის ცენტრში მომხდარი სავარაუდო ზეწოლის ფაქტიდან უკვე რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ ამბობენ, ვინ შეუშალა ხელი "ერთიანობის" წევრებს სააგიტაციო მასალის გაკვრის პროცესში. 

"ერთიანობის" კოალიციაში ირწმუნებიან, რომ მათ პლაკატების გაკვრისას 20-მდე დაკუნთული პირი მიუვარდა და დაემუქრა.

მე და ჩემი ორი მეგობარი ვაკრავდით საარჩევნო პლაკატს და რამოდენიმე წუთის შემდეგ გააჩერმა 3-მა მანქანამ, ჯერ გინება-ლანძღვით, გადმოვიდა 20-მდე დაკუნთული ტიპი, ეგრევე მოვარდნენ, დაიწყეს პლაკატების ჩამოხევა, ლანძღვა გინება, შეურაცხყოფა მოგვაყენეს. როცა ვიდეოს გადაღება დავაპირე, 5 პირი მომვარდა, ეგრევე ჰაერში ამიტაცეს და მითხრეს, თუ ვიდეოს გადაღებას არ შევწყვეტდი, ან სახეს დამიმტვრევდნენ, ან ტელეფონს დამიმტვრევდნენ. დამემუქრნენ, რის შემდეგაც წამაშლევინეს ვიდეო", -ამბობს "ერთიანობის" ახალგაზრულის წევრი. 

"ერთიანობის" ახალგაზრდულის წევრები წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობენ. მათ ეჭვი აქვთ, რომ აგრესიულად განწყობილი პირები, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები არიან.

ეს ადამიანები დარწმუნებული ვარ, რომ "ოცნების" პარტიიდან იყვნენ გამოყვანილი, რათა ასეთი ძალადობრივი მეთოდებით მოეხდინათ ჩვენი დაშინება, მაგრამ ამით ვერავის შეაშინებენ", - ამბობს "ერთიანობის" ახალგაზრულის წევრი.