მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება იყო
მეტროს საბურთალოს ხაზზე, ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხება იყო და მატარებლები ვერ გადაადგილდებოდნენ.
როგორც “ტვ პირველს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის მოძრაობა უკვე აღდგა და მეტროსადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.