შანტაჟი პირადი კადრებით - ბრალდება ამბობს, რომ 18 წლის ბიჭმა არასრულწლოვანს ოქროს ნივთები და 2000 ლარამდე თანხა გამოსძალა
შანტაჟი პირადი კადრებით - "ტვ პირველმა" რეზონანსულ საქმეზე ახალი დეტალები გაარკვია. ბრალდების მხარის მტკიცებით, 18 წლის ბიჭი არასრულწლოვან გოგოს ერთი წლის განმავლობაში აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა.
ბრალდება ამბობს, რომ მამაკაცმა არასრულწლოვანს ოქროს ბეჭედი, ოქროს სამაჯური და 2000 ლარამდე თანხა გამოსძალა.
გარდა ამისა, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა კაცმა 2023 წლის ზაფხულში არასრულწლოვანი ერთ-ერთ ბინაში აიყვანა და გოგოს მიმართ, ნების საწინააღმდეგოდ, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.
დაკავებულის ოჯახის თქმით, 18 წლის ბიჭი და არასრულწლოვანი შეყვარებულები იყვენენ.
ამბავი მომხდარა 8 თვის წინ, მაგრამ განცხადება უკან გამოიტანეს. ახლაც რა იფიქრეს, რა არ იფიქრეს, არვიცი. მეორედ განცხადება შეიტანეს. რას ედავებიან, არ ვიცი. 17 წლის ბიჭმა ცოლი როგორ უნდა მოიყვანოს, მომავალში კიდევ ვნახავდით, მაგრამ მომავლამდე ასეთი რამ მოხდა", - ამბობს დაკავებულის ოჯახი.
დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს - ადვოკატის თქმით, 18 წლის ბიჭს მართლაც ჰქონდა ტელეფონში გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტოები, თუმცა უფლებამცველი ირწმუნება, რომ დაკავებულის მხრიდან შანტაჟს და ფულის გამოძალვას ადგილი არ ჰქონია. ფული სესხად აიღო - ამბობს ადვოკატი.
ფოტოსურათები ჰქონდა ტელეფონში, მაგრამ ეს ფოტოსურათები გადმოგზავნილი იყო ე.წ. დაზარალებულის მიერ თავისი ნება-სურვილით. ერთ დღესაც ამ გოგომ გადაწყვიტა და გამოუგზავნა თავისი ინტიმური სურათი, ამ ბიჭმაც ადგა და შეინახა. ბიჭი არაფერში აქტიურობდა. გარკვეული დროის მერე განელდა რაღაც ურთიერთობებ და ამ ბიჭმა სთხოვა, რომ ფული მომეციო. რატომღაც, ამ გოგომ ჩათვალა, რომ ეს იყო შანტაჟი და მუქარა, რომ სურათებს გაუვრცელებდა თუ რაღაცა და მისცა ფული. ოღონდ, ეს ფული სთხოვა არა საჩუქრად, არამედ სესხის სახით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს არამარტო იმას, რომ ის არის, არამედ ამბობს, რომ არ მქონია მასთან არავითარი ურთიერთობაო. არავითარი სექსუალური კავშირი არ ჰქონია", - ამბობს დაკავებულის ადვოკატი.
გარდა ამისა, ადვოკატი "პირველებს" 2024 წლის შემთხვევას უყვება. მისი ინფორმაციით, 2024 წელს 18 წლის ბიჭი არასრულწლოვანის ოჯახის წევრებმა - გოგონას მამამ და ორმა ბიძამ გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მამა და ორივე ბიძა დააკავეს, თუმცა შემდეგ გოგოს მამა და ერთი ბიძა ციხიდან გაათავისუფლეს, ხოლო ერთი ბიძა სასჯელს იხდის. სწორედ ამიტომ, ახლა, ოჯახს ეშინია, რომ დაკავებული ციხეში შურისძიების მსხვერპლი გახდება.
18 წლის ბიჭი შეყვარებულის შანტაჟის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს.
- გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან ა.ს.-ს სოციალური ქსელის მეშვეობით მისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნას სთხოვდა, რომლითაც შემდგომ მას აშანტაჟებდა და სხვადასხვა ოდენობის თანხას სძალავდა. ფსიქოლოგიური ტერორი თვეეების განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლოს კი მამაკაცი დააკავეს. გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა. დაკავებული ამტკიცებს, რომ შეყვარებულისგან ფული კი არ გამოუძალავს, არამედ სესხად აიღო.
- საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 15 წლის ვადით ითვალისწინებს.