საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა ჟურნალისტისთვის თანაბარი პირობები უნდა უზრუნველყოს - თამარ კინწურაშვილი
მედიის განვითარების აღმასრულებებლი ფონდის დირექტორის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა ჟურნალისტისთვის თანაბარი პირობები უნდა უზრუნველყოს.
მისი თქმით, როცა რომელიმე ინსტიტუტს რომელიმე მედიის შინააარსი არ მოსწონს და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს, ეს დიდი პრობლემაა.
როცა არ მოსწონს რომელიმე ინსტიტუტს მედიას შინაარსი და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, ვის გაუღოს კარი და არ გაუღოს, ეს უკვე არის პრობლემა. იმიტომ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა ჟურნალისტისთვის და მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელება", - ამბობს მედიის განვითარების აღმასრულებებლი ფონდის დირექტორი თამარ კინწურაშვილი.
"პირველებმა" გავლენიანი ექსპერტები მას შემდეგ ჩაწერა, რაც საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ტვ პირველის" წინააღმდეგ სანქციები დააანონსა. გიორგი კალანდარიშვილის განცხადების ეთერში გასვლიდან მალევე, ცესკომ ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება ირწმუნება, რომ "ტვ პირველის" არც ერთ ჟურნალისტს არჩევნების გაშუქების პროცესში პრობლემა არ შეექმნება და არც აკრედიტაციები გაუქმდება.
დამაზუსტებელ კომენტარში გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიის რეპორტიორებს აკრედიტაციები არ გაუუქმდებათ, თუმცა შესაძლოა, "ტვ პირველთან" ურთიერთობები გადაიხედოს. რას გულისხმობს ურთიერთობების გადახედვა, ამას ცესკო გავრცელებულ განცხადებაში არ აკონკრეტებს.