ასე იქცევიან ავტოკრატიული რეჟიმები - უცხოელ ექსპერტები "ტვ პირველის" წინააღმდეგ ცესკოს ბრალდებებზე

12.09.24 18:20
ასე იქცევიან ავტოკრატიული რეჟიმები - უცხოელ ექსპერტები "ტვ პირველის" წინააღმდეგ ცესკოს ბრალდებებზე

ასე იქცევიან ავტოკრატიული რეჟიმები - ასეთი ეხმაურებიან უცხოელი ექსპერტებს "ტვ პირველის" წინააღმდეგ ცესკოს ბრალდებებს. ექსპერტები ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ მედია წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული და ჟურნალისტებს მუშაობა თავისუფალ გარემოში უნდა უწევდეს.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლგა ბელოგოლოვა გიორგი კალანდარიშვილის დღევანდელ განცხადებებში მედიაზე ზეწოლის რისკებს ხდავს.

მედია საინფორმაციო გარემოს და დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ავტორიტარულ ქვეყნებში ჩინეთში ან ირანში ვხედავთ მაგალითებს, როგორ უტევენ მედიაორგანიზაციებს. შეუქმნა მედიას პრობლემები, რომ გამოიმუშაონ ფული, შეუშალო მათ ხელი აკრედიტაციაში, ბევრი გზაა კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის. როცა სამთავრობო უწყებას არ მოსწონს მედიის კითხვები და წყვეტს მასთან ურთიერთობას, ესეც ზეწოლის ფორმაა", - ამბობს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლგა ბელოგოლოვა.

"პირველებმა" გავლენიანი ექსპერტები მას შემდეგ ჩაწერა, რაც საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ტვ პირველის" წინააღმდეგ სანქციები დააანონსა. გიორგი კალანდარიშვილის განცხადების ეთერში გასვლიდან მალევე, ცესკომ ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება ირწმუნება, რომ "ტვ პირველის" არც ერთთ ჟურნალისტს არჩევნების გაშუქების პროცესში პრობლემა არ შეექმნება და არც აკრედიტაციები გაუქმდება. 

დამაზუსტებელ კომენტარში გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიის რეპორტიორებს აკრედიტაციები არ გაუუქმდებათ, თუმცა შესაძლოა,  "ტვ პირველთან" ურთიერთობები გადაიხედოს.  რას გულისხმობს ურთიერთობების გადახედვა, ამას ცესკო გავრცელებულ განცხადებაში არ აკონკრეტებს.