სკოლის მოსწავლის შანტაჟი ინტიმური შინაარსის ფოტოებით - დაკავებულია 18 წლის ბიჭი
შანტაჟი ინტიმური შინაარსის ფოტოების გამოქვეყნების მუქარით. დაკავებულია 18 წლის ბიჭი, რომელიც შეყვარებულისთვის სავარაუდოდ ფულის გამოძალვას ცდილობდა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კაცი მობილურში ინახავდა არასრულწლოვნის ინტიმურ სურათებს, რომლის გასაჯაროვებასაც აანონსებდა, თუ გოგო მას თანხას არ მისცემდა.
სკოლის მოსწავლის ტერორი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ სკოლის მოსწავლეს ფული ნამდვილად გამოართვა, ოღონდ სესხის სახით. ირკვევა, რომ მას შემდეგ რაც გოგონამ მომხდარი მშობლებს მოუყვა, მამა და ბიძა ახალგაზრდა კაცს ფიზიკურად გაუსწორდა.