ბესიკ ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ფარიდ გურბანოვი თურქეთის ციხიდან ქართულ ციხეში შეასახლეს

13.09.24 10:18
ბესიკ ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ფარიდ გურბანოვი თურქეთის ციხიდან ქართულ ციხეში შეასახლეს

ბესიკ ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული თურქეთის ციხიდან ქართულ ციხეში შეასახლეს. ექსტრადირება რამდენიმე საათის წინ განხორციელდა. ფარიდ გურბანოვი სასჯელს სიცოცხლის ბოლომდე ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში მოიხდის. მას განზრახ მკვლელობის გარდა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავებიან. 

საქმე 2015 წელს მომხდარ მკვლელობასს ეხება. 49 წლის ბიზნესმენს საკუთარი სახლთან ჩასაფრება მოუწყეს და ოთხჯერ გასროლით მოკლეს. პროკურატურა ამ დრომდე ვერ გადის გურბანოვის თანამზრახველის კვალზე. ბრალდებული მამაკაცი წითელი ცირკულარით იძებნება.