მარნეულში ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს

13.09.24 13:45
მარნეულში ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს

მარნეულში ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს. ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებმა ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს. როდესაც მან მოთხოვნა არ შეასრულა, დილით მის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს. საბედნიეროდ, ბომბი არ აფეთქდა და არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს.