უბედური შემთხვევა გურჯაანში - ჭაში ჩასული მამა-შვილი დაიღუპა

11.08.21 14:30
უბედური შემთხვევა გურჯაანში -  ჭაში ჩასული მამა-შვილი დაიღუპა

გურჯაანში უბედური შემთხვევა მოხდა. სოფელ ბაკურციხეში, ჭაში ჩასული მამა-შვილი დაიღუპა. თავდაპირველად ჭაში 62 წლის კაცი ჩავიდა და ამოსვლა ვეღარ მოახერხა. მის გადარჩენას შვილი ცდილობდა, ამოსვლა ვერც მან მოახერხა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  კაცი გურჯაანის  კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა.