რეპრესიები დამოუკიდებელი ტელევიზიების წინააღმდეგ - მარეგულირებელმა “ტვ პირველი“ “მთავარი“ და ფორმულა“ სამართალდამრღვევებად გამოაცხადა

13.09.24 16:27
რეპრესიები დამოუკიდებელი ტელევიზიების წინააღმდეგ - მარეგულირებელმა “ტვ პირველი“ “მთავარი“ და ფორმულა“ სამართალდამრღვევებად გამოაცხადა

მარეგულირეებლმა კომისიამ, ბოლო ერთ კვირაში, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, “ოცნების“ 2-2 საჩივარი დააკმაყოფილა. ერთი საჩივარი ეხება  "ოცნების" წინასაარჩევნო კლიპის ეთერში არ გაშვებას, რადგან ტელეკომპანიამ ჩათვალა, რომ ვიდეორგოლი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობას ეხებოდა. 

აღნიშნული ვიდეორგოლი „ტვ პირველმა“ ეთერიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც ოფიციალური წერილი მიიღო იმ არასამთავრობოებისგან, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ . წერილში განმარტებული იყო, რომ ეს ვიდეორგოლი შეიცავდა სიძულვილის ენას და ძალდობის წახალისებას.

“ტვ პირველის“ იურისტმა, თორნიკე მიგინეშვილმა მარეგულირებელ კომისიას მიმართა კითხვით, როგორ უნდა ემოქმედა არხს ასეთ შეთხვევაში, თუმცა პასუხი არ მიუღია.

იურისტმა მარეგულირებელ კომისიას სთხოვა, მეორე სარჩელთან დაკავშირებითაც, რომელიც უფასო საეთერო დროის გამოყენებას ეხებოდა, განმარტება გაეკეთებინა, თუ რატომ დაარღვია ტელევიზიამ კანონმდებლობა.

მიგინეიშვილი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისია, წინასაარჩევნო პერიოდში არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და მაქსიმალურად ერგება  “ქართული ოცნების“ ინტერესებს.

სამწუხაროდ მარეგულირებელი კომისია, უკვე რასაც ვხედავთ, წინასაარჩევნო პერიოდში არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ვინაიდან, ისეთი განცდა მრჩება, რომ ერგება მაქსიმალურად “ქართული ოცნების“ ინტერესებს.  საჩივრები, რომელიც შემოტანილია ‘’ქართული ოცნების’’  მიერ ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას არის აცდენილი და თურმე ჩვენ უნდა ვუყუროთ ყველა საინფორმაციო გადაცემას, ყველა სოციალურ პლატფორმას უნდა ვადევნოთ თვალი, როგორც ყველა პოლიტიკური ორგანოს, ასევე პოლიტიკური სუბიექტების და უნდა განვსაზღვროთ, რომელიმე პარტია სავარაუდოდ, რომელ პარტიასთან გაერთიანდება.  შესაბამისად, ეს არის რისკი 26 სექტემბრამდე, ვიდრე გამოქვეყნდება ოფიციალური სიები და დასრულდება ეს რეგისტრაცია, მაუწყებელს აქვს რეალური რისკი, რომ ყოველდღე გავიდეს ჯარიმაზე’’,- განაცხდა მიგინეიშვილმა.

“ტელეკომპანია პირველის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორისგან მიღებული წერილის შემდეგ, ეს კლიპები არ უნდა გასულიყო ეთერში.

ჩვენ მივიღეთ, ოფიციალური წერილი სამოქალაქო სექტორისგან, სადაც წერია, რომ ასეთი კლიპები მათთვის წარმოადგენს მყისიერ საფრთხეს. ჩვენც ჩავთვალეთ, რომ ასეთი მძიმე შინაარსის მქონე კლიოები, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას და აღვივებს დაპირისპირებას, მართლაც წარმოადგენს საფრთხეს კონკრეტული სუბიექტების მიმართ და ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს კლიპები არ უნდა განგვეთავსებინა ეთერში, თუმცა დაჟინებული მოთხოვნაა მარეგულირებელი კომისიიდან, რომ ეს კლიპები, რომელიც წარმოადგენს ‘’ქართული ოცნების’’ წინა სარჩევნო  რეკლამებს და პირდაპირ არის მიმართული კონკრეტული სუბიექტების მიმართ და წარმოადგენს სიძულვილის ენის კლასიკურ მაგალითს, მაინც განვათავსოთ ეთერში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.  

12 სექტემბერს, კომუნიკაციების კომისიამ "ოცნების" კიდევ ერთი საჩივარი დააკმაყოფილა "ტელეკომპანია პირველისა",  საზოგადოებრივი მაუწყებლის, "მთავარი არხის"  და "ფორმულას" წინააღმდეგ. ComCom-მა ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, თუმცა სასამართლოს მაუწყებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს, რადგან მიიჩნევს, რომ მაუწყებლები არ უნდა დაჯარიმდნენ.