გამოვლინდა 93 598 ლარის არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები - შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნტქ "სარფში" მებაჟე ოფირცებმა 93 598.05 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს.
უწყების ცნობით, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 733 გრამი) საქართველოს მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა.
კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.