66 წლის ქალი, რომელსაც გოსტიბეში 4 დღე ეძებდნენ, ტყეში იპოვეს
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული 66 წლის ქალი უვნებლად იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ქალი სახლიდან 7 აგვისტოს გავიდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებისთვის მისი კვალი დაიკარგა.
ტერიტორიაზე არსებული ხევებისა და ტყის მასივების დათვალიერების შედეგად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელის იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - წერია უწყების განცხადებაში.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი საქონლის მოსაყვანად 7 აგვისტოს წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა.