გურჯაანში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა

13.09.24 17:50
გურჯაანში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა

გურჯაანში, სოფელ კოლაგში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ე.წ. დომკრატით ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, მანქანა ჩამოვარდა და კაცი მანქანის ქვეშ მოიყოლა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდათ.