საგანგაშო ვითარება გურიასა და აჭარაში - კლინიკებში ადგილი აღარ არის

11.08.21 15:08
საგანგაშო ვითარება გურიასა და აჭარაში - კლინიკებში ადგილი აღარ არის

გურიასა და აჭარაში ეპიდვითარება დამძიმდა. გურიის არცერთ კლინიკაში კოვიდინფიცირებულებისთვის ადგილი აღარ არის. თერაპიული და რეანიმაციული განყოფილებები მთლიანად დაკავებულია.

გადატვირთულია მთელი კოვიდ განყოფილება, როცა გაეწება პაციენტი მაშინვე ივსება, ყველა დღე დატვირთულია, გვირეკავს 112 გვეკითხება თუა ადგილი", - ამბობს მედალფას წარმომადგენელი.

 კლინიკის წარმომადგენლების თქმით, საწოლფონდის მობილიზების გარდა, არსებობს სამედიცინო პერსონალის პრობლემაც, რადგან ექიმები გადაღლილები არიან.

ადგილების გაფართოება რომც მოხდეს, ექიმები და ექთნები გადაღლილები არიან ძალიან, დამატებითი ადგილები რომც იყოს მოძიებული ადგილობრივმა რესურსმა ვერ გაუძლოს", - ამბობს გურიის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი.

 მძიმე მდგომარეობაა აჭარაში.ჯანდაცვის უწყებამ რეგიონში დამატებით 50 საწოლის მობილიზება  მოახდინა.