სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სკანდალშია - მაია გიგაურს მცირეწლოვანი ბავშვის ცემას ედავებიან
ბავშვზე ძალადობაში მხილებული მოსამართლე - მაია გიგაურის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი მცირეწლოვანის მშობლებმა შეიტანეს. ფაქტი რამდენიმე დღის წინ ლისის ტბის ერთ-ერთ გასართობ სივრცეში მოხდა. არსებობენ მოწმეები, რომლებიც "პირველებთან" ადასტურებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ბავშვს ფიზიკურად გაუსწორდა, მოსამართლის ქმარმა კი ბავშვის დედაზე იძალადა.
უცნობია, ამოიღო თუ არა პოლიციამ ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, სადაც სავარაუდო დანაშაული, წესით, ასახული უნდა იყოს. შესაძლო ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, დედას კი ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა სახის დაზიანებები აღენიშნება მას სხეულზე.
ამ დრომდე საგამოძიებო უწყებები არ პასუხობენ კითხვას, დაიბარეს თუ არა დაკითხვაზე სავარაუდო მოძალადე მოსამართლე და მისი ქმარი.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.