ბიზნესმენის ლიკვიდაციის მცდელობა - ფამილ ხალილოვს საკუთარ სახლში ხელყუმბარა შეუგდეს

13.09.24 20:34
ბიზნესმენის ლიკვიდაციის მცდელობა - ფამილ ხალილოვს საკუთარ სახლში ხელყუმბარა შეუგდეს

 

 

ბიზნესმენის ლიკვიდაციის მცდელობა ხელყუმბარით - მარნეულში მცხოვრები ფამილ ხალილოვი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. მის აფეთქებას საკუთარ სახლში გვიან ღამით შეეცადნენ და  ხელყუმბარა შეაგდეს. მანამდე კი იყო მუქარა ტელეფონზე ე.წ კრიმინალური ავტორიტეტების სახელით. ავტონაწილებით მოვაჭრე ხალილოვისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიკვიდაციას უანონსებდნენ.

დაკავებულია სამი ადგილობრივი. მათ წინააღმდეგ კი საქმეში დევს ვიდეო კამერების ჩანაწერები. ამ ფაქტის შემდეგ ხალილოვი მარნეულში აღარ გამოჩენილა. იქ მცხოვრებლები კი  ყვებიან, რომ ბიზნესმენი წინააღმდეგ მუქარა ვინმე ფოლადას სახელით დღემდე გრძელდება. ხალილოვს შეუთვალეს, რომ თუ ფულს არ გადაიხდის, ოჯახის წევრებს მოუკლავენ.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.