"მერე შემოვიდა რეგულაცია რა ექნა, გადაეყარა?" - გლდანში რესტორანი ქორწილის გამო 10 ათასი ლარით დააჯარიმეს

11.08.21 15:16
"მერე შემოვიდა რეგულაცია რა ექნა, გადაეყარა?" - გლდანში რესტორანი ქორწილის გამო 10 ათასი ლარით დააჯარიმეს

გლდანში რესტორანი "ლაკადა" 150-კაციანი  ქორწილის გადახდის გამო 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. რესტორნის წარმომადგენლის  თქმით, ქორწილი წინასწარ იყო დაგეგმილი და რეგულაციები მერე შემოვიდა.

შეკვეთა აიღო, იყიდა ყველაფერი, თანხა დახარჯა. მერე შემოვიდა რეგულაცია რა ექნა, გადაეყარა?გარისკა", - ამბობს რესტორნის წარმომადგენელი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  კვების ობიექტი, სადაც ქორწილი ან შეკრება ჩატარდება  პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება.