პირამოკერილი და მოშიმშილე შეუქრუთელების პასუხი ირაკლი კობახიძეს
მოშიმშილე მომიტინგეების პასუხი ირაკლი კობახიძეს. შუქრუთის მოსახლეობა მთავრობის მეთაურს გულგრილობაში ადანაშაულებს. პარლამენტის სასახლესთან უწყვეტი პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები კობახიძეს ტონს და განცხადებას უწუნებენ. მოქალაქეები პირადად პრემიერთან საუბარს ითხოვენ, რათა დაარწმუნონ, რომ საკუთარი ოჯახებისგან მოშორებით უმიზეზოდ არ არიან.
არგუმენტი რომ "ჯორჯიან მანგანეზმა" და "ხალხმა თავად უნდა მოილაპარაკონ, და შეთანხმებას მიაღწიონ", შუქრუთელებისთვის მისაღები არ არის, რადგან ამბობენ, რომ თითოეულ დღე მათი ნგრევის პირას მისული სახლებისა და უფუნქციოდ დარჩენილი სოფლისთვის გადამწყვეტია.
კომპანია და ჩვენ რომ ვერ შევთანხმდით ამიტომ ჩამოვედით აქ და ამიტომ გვინდა სახელმქიფოს დახმარება, რომ დაგვეხმარონ გავიგოთ, ვინ არის მართალი, ჩვენ თუ კომპანია. ამისთვის ვართ ჩვენ აქ, სხვა მოთხოვნა არ გვაქვს და არც არავის არაფერს ვთხოვთ. რეალობისთის, სიმართლისთვის ვართ აქ მოსული", - ამბობს პროტესტსი მონაწილე.
- ირაკლი კობახიძემ პროტესტის რეჟიმში მყოფ ხალხს მთავრობის ადმინისტრაციიდან უთხრა, რომ "ჯორჯიან მანგანეზმა" მათ ათობით ათასი ლარის კომპენსაცია გადაუხადა და თუ რამე დამატებით აქვთ ასაღები, ეს კომპანიასთან უნდა გაარკვიონ.