მხილების ახალი სერია ბიზნესმენისგან - გიორგი ჩიკვაიძე ორი პროკურორის სახელს და გვარს ასახელებს

14.09.24 11:08
მხილების ახალი სერია ბიზნესმენისგან - გიორგი ჩიკვაიძე ორი პროკურორის სახელს და გვარს ასახელებს

 

მხილების ახალი სერია ბიზნესმენისგან - გიორგი ჩიკვაიძე ორი პროკურორის სახელს და გვარს ასახელებს, ვინც, მისი მტკიცებით, "საქმე შეკერა". 

ბიზნესმენის თქმით, ვლადიმერ თურმანიძე და გიორგი კვარა კვახიძე იყვნენ ის ადამიანები, ვინც მის წინააღმდეგ მუქარასა და შანტაჟში, ასევე ბიზნეს რეკეტში იყვნენ ჩართულნი. 

ჩიკვაიძე "პირველებთან" კიდევ ახალ სკანდალურ მხილებას აანონსებს და ამბობს, რომ ორი უმძიმესი საკითხი, რომელზეც მალე ისაუბრეს, სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება. 

"დღესაც, თქვენს ეთერში ექსკლუზიურად მინდა დავასახელო, ამ ჩვენი საქმის მოკერვაში პირდაპირ იყო ჩართული ორი მოქმედი პროკურორი. ერთი გახლავთ, ელგუჯა თურმანიძის ახლო ნათესავი, ბიძაშვილია თუ არ ვცდები, ვლადიმერ თურმანიძე, როემლიც დღესა მოქმედი პროკურორია აჭარაში და მეორე გახლავთ გიორგი კვარა კვახიძე, ასეევ მოქმედი პროკურორი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს უკანასკნელი, წინა ხელისუფლების დროინდელი ცნობილი ზონდერი გახლავთ, რომელის მიერ რეალურად ნაწამები ხალხი არსებობს. ადვოკატის სახელი და გვარი იქნება დასახელებული, არა მარტო, ჩვენ კიდევ ბევრი მტკიცებულებები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. აქვე მინდა დაგიანონსოთ, ჩვენ "რეაქციაში" ვთქვით, რომ ორი უმძიმესი თემა არსებობს სახელმწიფოში, რაც გადის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. უახლოეს პერიოდში პირველ თემას გამოვიტანთ და მალე მეორე თემას. მტკიცებულებებს რაც შეეხება, ეს არის რაღაცა ისეთი, იმის საპირწონედ საქართველოს პროკურატურა იმას, რომ აქვეყნებს, რაზეც გუშინ წინ "რეაქციაში" იყო საუბარი, ნუ მე ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღვიქვამ", - განაცხადა "პირველებთან" ჩიკვაიძემ. 

ინგა გრიგოლიას რეაქციისთვის მიცემული სკანდალური ინტერვიუდან არასრულ 24 საათში, პროკურატურამ ბიზნესმენის საქმეზე ორი განცხადება გაავრცელა. პირველით, გაბიტაშვილის უწყება ირწმუნება, რომ ჩიკვაიძე ცრუობს, მეორე განცხადებაში კი აუდიო მასალებ ასაჯაროებს.

  • ბიზნესმენის უფლებადამცველისთვის გუაგებარია, რატომ გადაწყვიტა საგამოძიებო უწყებამ სისხლის სამართლის მუხლით დაეწყო გამოძიება, რადგან, ადვოკატის თქმით, ამ გასაჯაროებული მტკიცებულებების მეტი, პროკურატურას ჩიკვაიძის წინააღმდეგ არაფერი აქვს. 

ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაძიემ ხელისუფლება "ტვ პირველის" პირდაპირ ეთრეში ტერორში ამხილა. 

ბიზნესმენმა გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა.

ჩიკვაიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი  იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა.

ბიზნესმენი ასახელებს კონკრეტულ გვარს - მისი მტკიცებით, შუამავალი "ივანიშვილის ძმის ხელის ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე იყო".