"სკოლების დაკომპლექტება სუს-ის კადრებით მიმდინარეობს" - რაში სდებენ ბრალს განათლების მინისტრს პროტესტის რეჟიმში მყოფი მასწავლებლები
განათლების მინისტრს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ღონისძიების პოლიტიზებაში სდებენ ბრალს - პედაგოგები, რომლებიც წელზე მეტია სკოლებში დირექტორების დანიშვნის წესს აპროტესტებენ და პროცესს პოლიტიკურად აფასებენ, ფიქრობენ, რომ არჩევნებამდე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებით ამილახვარი პედაგოგების გულის მოგებას ცდილობს.
მასწავლებლები "პირველებთან" ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ პედაგოგების დაჯილდოება პოლიტიკური დაკვეთაა, რომლის მიზანიც სკოლებში მომუშავე პერსონალის მოსყიდვაა.
ახლა სურთ, რომ სრული კონტროლი დააწესონ და წინასაარჩევნო კამპანიას მართავენ. 27 ოქტომბერს ჩასატარებელი დაჯილდოება გადმოიტანეს 13 სექტემბერს იმისთვის, რომ ხალხს თვალი აუხვიონ. ჩემი და თქვენი ჯიბიდან 100 ათას ლარს ურიგებენ სუსის მიერ შერჩეულ პრემიერებს. დღესაც, ამ წუთშიც, მიმდინარეობს სუსის კადრებით სკოლების დაკომპლექტება ე.წ. დირექტორების სახით. პროფესიონალიზმი არ არის მთავარი კრიტერიუმი. მთავარი კრიტერიუმია, რანაირად შეასრულებენ ისინი ამათ მითითებებს და რამდენად იმუშავებენ ამათი ხმების სასარგებლოდ", - ამბობს პედაგოგი.