"მის რესტორანში მიდიოდა, იმ გზით არ გაატარეს და დააკავეს" - გორის სასამართლოში ბაბაევის პროცესი წუთი-წუთზე დაიწყება
გორის რაიონულ სასამართლოში იოსებ ბაბაევის პროცესი წუთი-წუთზე დაიწყება - ბიზნესმენის მეგობარი "პირველებს" უყვება, რომ იოსებ ბაბაევი დღეს, იმ დროს დააკავეს, როცა მის კუთვნილ რესტორანში მისვლას ცდილობდა.
- ცნობისთვის, "ოცნების" დღევანდელი ღონისძიებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის მოწყობილი სცენა სწორედ გორელი ბიზნესმენის რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელის და სამოქალაქო აქტივისტის მეგობრის თქმით, სწორედ ამ გზით მიდიოდა ბიზნესმენი ფეხით დღეს რესტორანში, რისი საშაულებაც, მას პოლიციამ არ მისცა.
მეგობარი ბაბაევის დაჭერას მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.
ეს ადამიანი მის კუთვნილ რესტორანში მოდიოდა იმ ერთადერთი გზით, რომელიც დაუტოვეს მოსასვლელი და იმ გზითაც არ გამოატარეს. სავარაუდოდ, მერე მოუდეს მიზეზი, რომ დაუმორჩილებელი ხარ. მოკლედ დღეს უნდა გაათენებინონ ღამე კაპეზეში იმ ადამიანს, რომელიც ამ ხელისუფლების, ამ მარაზმის მომხრე არ არის. ვერ უნდა მისულიყო რესტორანში, როგორც ჩანს. მიზეზი სჭირდებოდათ, რომ დაეკავებინათ უბრალოდ", - ამბობს ბაბაევის მეგობარი,
უფლებადამცველი ამბობს, რომ იოსებ ბაბაევი თავის ჩამოყალიბებულ პოზიციას სასამართლოში იტყვის.
მართალი ვარო ამბობს, თავის ჩამოყალიბებულ პოზიციას სასამართლოში იტყვის. მეც არ მინახავს ჯერ, უნდა ვნახო შევიდე", - ამბობს ადვოკატი.
შსს-ში tvpirveli.ge -ს უთხრეს, რომ სოსო ბაბაევი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. გომელაურის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ეს უკანასკნელი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.