"რატომ არ მიშვებთ ჩემს რესტორანში?" - "პირველებმა" იოსებ ბაბაევის დაკავების ვიდეო მოიპოვა

14.09.24 15:19
"რატომ არ მიშვებთ ჩემს რესტორანში?" - "პირველებმა" იოსებ ბაბაევის დაკავების ვიდეო მოიპოვა

 

 

"პირველებმა" იოსებ ბაბაევის დაკავების ვიდეო მოიპოვა - კადრებში ისმის, თუ როგორ სთხოვს ბიზნესმენი პოლიციელებს საკუთარ რესტორნამდე მისვლას.

ჩემს სამსახურში მიმიშვით, მიმაქვს პროდუქტი სასწრაფოდ მაქვს მისატანი. რატომ მიზღუდავთ ჩემს რესტორანში მისვლას მითხარით? მე ვითვალისწინებ კანონს " - ისმის ვიდეოში. 

გორში ივანიშვილის და "ოცნების" ღონისძების გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის სასამართლო პროცესი რამდენიმე საათის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გაუკრვეველი მიზეზით არ იწყება. 

ბიზნესმენი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, სადაც, უფლებადამცველის თქმით, სავარაუდოდ, ორშაბათამდე დარჩება.  

განარიდეს იმ სიტუაციას, რაც მისი რესტორნის მიმდებარედ ხდება, ამ ღონისძებას გაარიდეს. სამ საათში ვერ მოახერხეს იოსებ ბაბაევის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში იყო თუ არა ნამყოფი, ამის მოძიება. ის განარიდეს ხელოვნურად. მოათავსეს დროებითი მოთავსების იზოლატორში და სამწუხაროდ, ორშაბათმადე იქ ყოფნა მოუწევს. 

  • ცნობისთვის, "ოცნების" დღევანდელი ღონისძიებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის მოწყობილი სცენა სწორედ გორელი ბიზნესმენის რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზეა.

იოსებ ბაბაევი დღეს, მისი რესტორნის მიმდებარედ დააკავეს.