კლინიკებში ადგილები აღარაა - ორსული, რომელსაც ოპერაცია ესაჭიროება, თბილისში ვერ გადმოჰყავთ

12.08.21 11:06
კლინიკებში ადგილები აღარაა - ორსული, რომელსაც ოპერაცია ესაჭიროება, თბილისში ვერ გადმოჰყავთ

31 წლის კოვიდინფიცირებული ორსული, მკვდარი ნაყოფით დახმარებას ითხოვს. 30 კვირის ორსულს ქალს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, თუმცა თბილისში ადგილების არარსებობის გამო პაციენტი ქუთაისიდან ვერ გადმოჰყავთ. 

კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალი კატასტროფის ბრიგადამ ბათუმიდან ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" გადაიყვანა, მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია რომ ექიმები ოპერაციას ქუთაისში ვერ აკეთებენ. ექიმები ასევე შიშობენ, რომ მდგომარეობის სიმძიმის გამო შესაძლოა, პაციენტმა ტრასპორტირებას ვერ გაუძლოს.

მდგომარეობა არის მძიმე, ნაყოფი დაიღუპა, აქვს მაღალი სიცხე", - ამბობს ექიმი.

ოჯახის წევრები თბილისში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა კლინიკებში ადგილი არ არის. 

მსგავსი სიახლეები