სასტიკი მკვლელობა თბილისში - 42 წლის მამაკაცი აწამეს და ყელი გამოჭრეს

12.08.21 11:08
სასტიკი მკვლელობა თბილისში - 42 წლის მამაკაცი აწამეს და ყელი გამოჭრეს

სასტიკი მკვლელობა თბილისში - 42 წლის კასპში მცხოვრები მამაკაცი ყელგამოჭრილი საკონდიტრო კომპანიის ოფისში იპოვეს. გარდაცვლილი ნაწამებია, გამოჭრილი აქვს ყელი  და  სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება. 

არსებული ინფორმაციით, დანაშაული, სავარუდოდ, კომპანიის დაცვის თანმშრომელმა ჩაიდინა. სასტიკი მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მოკლულის ოჯახის წევრებს მომხდართან დაკავშირებით  საუბარი არ სურთ. მეზობლების თქმით, გიორგი ბასიაშვილი  თბილისში საკონდიტრო საწარმოში მუშაობდა. 

გიორგი ბასიაშვილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, ცხედარი კასპში გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი უკვე დააკავა.