ავტოავარია ხობში - 25 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა
ხობში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ხეთაში მანქანამ ქვეითი გაიტანა. 25 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სუბარუს მარკის ავტომობილი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მანქანა ამობრუნდა. ავარის დროს ავტომობილში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ მგზავრს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს.