თუ ვინმე მუშაობდა სანაცნობოში ყველა გამოუშვეს სამსახურიდან - პოლიციელი მისი გათავისუფლების შესახებ

12.08.21 11:21
 თუ ვინმე მუშაობდა  სანაცნობოში ყველა გამოუშვეს სამსახურიდან - პოლიციელი მისი გათავისუფლების შესახებ

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯოხაძე "პირველებთან" ამბობს, რომ სამსახურიდან გახარიას გუნდის წევრთან, კახა საბანაძესთან ახლობლობის გამო ათავისუფლებენ. ჯოხაძის თქმით, გათავისუფლების მიზეზად მას გაურკვეველი მიზეზი უთხრეს.

უნდა მივსულიყავი სამსახურში და დამეწერა პატაკი სამსახურიდან წასვლაზე, გამიჩნდა შეკითხვა - რატომ, რის გულისთვის, როცა ვიცი, რომ  8 წელიწადია ვმუშაობ ერთი საყვედურიც არ მქონია, არაფერი შემშლია. რის გულისთვის, მე ოჯახი მყავს შვილები მყავს, ჩემ უკან ხალხი დგას. მითხრე სმოდებული ხარო მანქანები ჩამოგყავსო. დანამდვილებული პასუხი არის ის რომ ჩემი სიძე, გიორგი მეზვრიშვილი არის კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი. ის გამოუშვეს სამსახურიდან. თუ ვინმე მუშაობდა მის სანაცნობოში ყველა გამოუშვეს. იძულებული ვიქნები, დავწერო პატაკი და წამოვიდე", - ამბობს თამაზ ჯოხაძე. 

შეგახსენებთ, პოლიციელმა სისტემა უფროსის კაბინეტიდან ამხილა.თამაზ ჯოხაძემ გუშინ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც  ამბობს, რომ სამსახურიდან ყოველგვარი  ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ. ჯოხაძე ვიდეოში გათავისუფლების სავარაუდო  ვერსიაზეც საუბრობს და მისი გათავისუფლების სავარაუდო მიზეზად  მის სიძეს - გიორგი მეზვრიშვილს ასახელებს. მეზვრიშვილი შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსი იყო და ამავე დროს გიორგი გახარიას გუნდის წევრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი.