არ გავჩუმდებით - "შანოს" მეგობრები აქტივისტის ციხეში გაშვებას სადამსჯელო ოპერაციად აფასებენ

16.09.24 13:37
არ გავჩუმდებით - "შანოს" მეგობრები აქტივისტის ციხეში გაშვებას სადამსჯელო ოპერაციად აფასებენ

ანტირუსული აქციების მონაწილის, გიორგი შანიძის მეგობარი აცხადებს, რომ “სასამართლოს გადაწყვეტილება იყო გზავნილი, რომ ყველას, ვინც არ გაჩუმდება, იგივე ბედი ეწევა.“

თეონა მესტუმრე ამბობს, რომ ისინი გაჩუმებას მაინც არ აპირებენ.

საჩვენებელი დასჯა, რომ იქნებოდა, მაგას ველოდი,  ეს გზავნილია, რომ ყველას იგივე მოგველის თუ არ გავჩუმდებით, მაგრამ არ გავჩუმდებით“, - ამბობს თეონა მესტუმრე. 

გიორგი შანიძეს მოსამართლემ ოთხ წლიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა - “თავისუფლება პოლიტპატიმარს“ - ისმოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.

შანიძე თავს კრიმინალად არ თვლის და მიიჩნევს, რომ ის ყოველთვის იყო ისტორიის სწორ მხარეს და მაშინ, როდესაც საქართველოს ახალი ისტორია იწერებოდა, ახალგაზრდებთან ერთად რუსულ კანონს აპროტესტებდა.