სასტიკი მკლელობა თბილისში - შსს-მ ერთი პირი დააკავა

12.08.21 11:52
სასტიკი მკლელობა თბილისში - შსს-მ ერთი პირი დააკავა

42 წლის გიორგი ბასიაშვილის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული მ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ. მომხდარიდან მალევე დააკავა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს,
- ნათქვამნია უწყების განცხადებაში.


განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ასხით 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 
 

42 წლის კასპში მცხოვრები მამაკაცი  ყელგამოჭრილი თბილისში მდებარე საკონდიტრო კომპანიის ოფისში იპოვეს. გარდაცვლილი ნაწამებია, გამოჭრილი აქვს ყელი  და  სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება.