ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 42 ობიექტში დარღვევები გამოავლინა

12.08.21 12:22
ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი  - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 42 ობიექტში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში 42 ობიექტში სხვადასხვა სახის დარღვევა  გამოვლინდა.

 სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ივლისის თვეში სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს 95 ობიექტში, მათ შორისაა 16 საშაურმე, 26 საცხობი, 19 საკონდიტრო და 34 - ხორცისა და თევზის სარეალიზაციო ობიექტი. 
 შემოწმებისას სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა 42 ობიექტში, კერძოდ, 11 - ხორცისა და თევზის რეალიზაციისას (დაილუქა 217კგ-მდე ხორცი, 1.5 კგ. კუპატი, 53 კგ. თევზი), 8 საშაურმეში, 13 საცხობსა და 10 საკონდიტროში. დარღვევის ყველა ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები"
, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები