გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ COVID 19 ვაქცინაციის პროცესზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვს - NDI-ის კვლევა
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% ამბობს, არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. 54% თვლის, რომ ისინი საკმარის ინფორმაციას ფლობენ, 4%-მა კი არ იცის.
კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები უფრო ინფორმირებულები არიან ვაქცინაციის პროცესზე, ვიდრე რეგიონების მვდირები.
საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს. სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.