პარლამენტთან მოშიმშილე ერთ-ერთი შუქრუთელი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს
გამოცემა "პუბლიკას" ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე შუქრუთელების სოლიდარობის აქციაზე ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა.
როგორც "პუბლიკა" წერს, პროტესტის რეჟიმში მყოფ მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ცნობისთვის, შუქრუთელების პროტესტი 188 დღეა რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პროტესტის ავანგარდში მყოფი ადამიანების ნაწილმა შიმშილობას მიმართა, ხოლო 5-მა პირმა პირი ამოიკერა.
შუქრუთელები "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობას აპროტესტებენ და კომპანიის სამუშაოების გამო დანგრეული სახლებისთვის კომპენსაციას ითხოვენ.